ყურადღება მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, ამ საიტზე გამოიყენება cookies. საიტის გამოყენების გაგრძელებით , თქვენ თანახმა ხართ მიიღოთ cookies ამ საიტისაგან: ვეთანხმები


მოგესალმებით

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები პროდუქციის განთავსების შესახებ. არასწორედ ან არასრულად შევსებული ნივთი დაიკეტება საიტზე და გამოქვეყნდება მხოლოდ მისი სათანადო კორექტირების შედეგ.

ჰენდმეიდ ჯორჯიამ სტარტის დღიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი დააინტერესა , რისთვისაც თითოეულ მათგანს გიხდით მადლობას, ჩვენი და დარწმუნებული ვარ თქვენი სურვილიცაა რომ წავიდეთ წინ და მივაღწიოთ გაცლებით მეტს , დავაინტერესოთ ქართული ხელნაკეთი ნივთებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი არა მარტო საქართველოში. სწორედ ამისათვის ჩვენი პლატფორა იწყებს სარეკლამო კამპანიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი. ჩვენს საიტზე უკვე გამოჩნდა არაერთი ნიჭიერი, უკვე ცნობილი თუ დამწყები დიზაინერი და მწარმოებელი რომელთა ნამუშევრებს დიდი სიამოვნებით გაეცნობიან და შეიძენენ უცხოელი მომხმარებლები.

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი რისი გათვალისწინების გარეშეც საზღვარგარეთ სარეკლამო კამპანია უბრალოდ აზრს დაკარგავს, მთავარი ფაქტორია, რა თქმა უნდა გამორჩეული და ხარისხიანი ნივთების შექმნა მაგრამ ამასთანავე აუცილებელია თქვენი ნამუშევრების სწორედ მიწოდება. ყველას გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები რომ ჩვენი და თქვენი შრომა ამაო არ გამოდგეს.

ფოტოსურათები

პირველ რიგში გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ფოტოების ხარისხს, ფოტო პირველი ნაბიჯია დაინტერესებული მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად. ფოტო უნდა იყოს ასევე საკმაოდ მაღალი ხარისხის რომ საიტზე არსებული ზუმის საშუალებით მომხმარებელმა შეძლოს თქვენი ნამუშევრის დეტალური დათვალიერება.

ფოტოსურათის პარამეტრები და რამდენიმე რჩევა

განათავსეთ თქვენი პროდუქცია შესმაბის კატეგორიაში. სწორედ მითითებული კატეგორია ხელს შეუწყობს მომხმარებელს ეძებოს ის ნივთი რაც მას აინტერესებს. აუცილებლობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენიმე კატეგორია.

აუცილებლად დაურთეთ თქვენს პროდუქტს აღწერა

ძალიან მნიშვნელოვანია ნივთის აღწერის არსებობა, რა მასალისგანაა შექმნილი, რა კომპონენტებისაგან შედგება, რა ზომებია , რა ტექნოლოგიით არის შექნილი ( თუ რა თქმა უნდა ეს თქვენი ასე ვთქვათ ,, შიდა სამზარეულო“ არ არის), თუ აუცილებელია მოხმარების წესები (მაგალითისათვის რეხცვის პირობები ტანსაცმელისათვის).

აღწერის ნიმუში (მაგალითისათვის მოყვანილია ჩანთის აღწერა)

შექმნილია უმაღლესი ხარისხის ნატურალური ტყავისგან.

ხელნაკეთია, დამზადებულია საქართველოში.

სარჩული : ნატურალური ტყავი.

შიდა ჯიბე : 1

ზომები - სიმაღლე-15,5 სმ. სიგანე-21,5 სმ. სიღრმე-6 სმ. მხარზე ასაკიდის მაქსიმალური სიგრძე- 93 სმ. საკიდი ტრანსფორმირდება მოკლე და შედარებით გრძელ ვარიანტადაც.123

აღწერის გარდა მასალა უნდა მიუთითოთ პროდუქტის მახასიათებლებში, სადაც არის წინასწარ გამზადებული ჩამონათვალი ( თქვენთვის საჭირო მასალის არარსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ და ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავამატებთ). იმის მიხედავად რომ ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს აღწერაში მაინც აუცილებელია დამატება იმისათვის რომ საიტზე არსებულმა ფილტრებმა აღიქვან მასალა და კომპონენტები და მომხმარებელს გაუადვილონ მოძების პროცესი.

ნიმუში საიდან შეიყვანოთ მახასიათებლები.

აუცილებლად მიუთითეთ ნივთის შესაძლო წონა გადაზიდვის ღირებულების გამოსათვლელად. არასწორედ მითითებული წონის შემთხვევაში გადაზიდვის ღირებულების გადამეტებული ხარჯები დაეკისრება მომხმარებელს.


ნიმუში საიდან მიეთითოს წონა.

შეავსეთ პროდუქციის დასახელება და აღწერა საიტზე არსებულ ყველა ენაზე.

ნიმუში როგორ შეავსოთ სხვა ენებზე

შეგახსენებთ: არასწორედ ან არასრულად შევსებული ნივთი დაიკეტება საიტზე და გამოქვეყნდება მხოლოდ მისი სათანადო კორექტირების შედეგ.

თუ თქვენ გექნებათ კითხვები ან დაგჭირდებათ დახმარება ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებლად დაგვიკავშირდით საიტზე არსებული ჩატის, ფეისბუქ გვერდის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მადლობას გიხდით თანადგომისათვის.

ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს იდეებს და მოსაზრებებს რა შეიძლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს და დაკორექტირდეს საიტზე.

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/georgianhandicraft